სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
20.01.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში. განხორციელებული ცვლილების შედეგად, დადგინდა, რომ: 

 

➢ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ბაზრის კვლევა განახორციელოს, ზემოაღნიშნული ბრძანებისგან განსხვავებული, მის მიერ შერჩეული სხვა მეთოდ(ებ)ით, თუ კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 10 000 (ათი ათასი) ლარზე, ნაცვლად 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;

 

➢ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადო დასაბუთების არსებობისას ბაზრის კვლევა შედეგიანად დასრულებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა კმაყოფილდება 1 (ერთი) მიმწოდებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ ოქმში, გაითვალისწინოს სათანადო დასაბუთება, იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით, რამაც გამოიწვია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის მხოლოდ 1 (ერთი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს წერილობითი დოკუმენტი (ოქმი, მოხსენებითი ბარათი ან სხვ.) ამავე გარემოებებზე მითითებით. აღნიშნული დოკუმენტი იტვირთება სისტემის “CMR” მოდულში, ხელშეკრულების რეგისტრაციასთან ერთად.

 

ზემოაღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება 2026 წლის 21 იანვრიდან.

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი