სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
27.08.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა  „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში, „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებასა და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებებში, განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სატენდერო/საკონკურსო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ:

 

➢ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ საჭიროებს დაზუსტებას და, ამავე ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე;

 

➢ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვასა და წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ან/და დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ფასთა შორის სხვაობა არ აღემატება 1 (ერთი) ლარს და ამავდროულად, ნაკლებია ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასზე.

 

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.