სიხლეები   შპს „საპროექტო ჯგუფი“
29.07.2024
  
 

შპს „საპროექტო ჯგუფი“

ს/ნ: 445589024

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 4 ივლისს წარმოდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 4 ივლისის № 18-182418667 და № 18-182418673 წერილობითი შეტყობინებები (რეგისტრაციის №5562 და №5565), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „ბამბლის“ (ს/ნ: 245807113) მიერ NAT240008733 და NAT240007030 ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული, 2024 წლის 20 და 13 მაისის №106 და №97 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.