შპს „დეგი გრუპი“
ს/ნ: 404600534
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 21 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 21 ოქტომბრის № 132-1322429515 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 8698), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „დეგი გრუპის“ (ს/ნ: 404600534) მიერ NAT240006784 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2024 წლის 29 აპრილის № 120 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.