ბაზრის კვლევა   შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აცხადებს ბაზრის კვლევას
23.02.2023
  
 

 

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს, ბაზრის კვლევას რელსის შესყიდვასთან დაკავშირებით, შემდგომში ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის მიზნით. გთხოვთ, განიხილოთ ზემოაღნიშნული ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია და წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული კომერციული წინადადებები

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ღირებულება გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესასყიდი საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. 

 

2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2023 წლის 24 თებერვლისა დღის 12:00 საათისა გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი N2 ან ელექტრონულ მისამართებზე:  Ltalakhadze@metro.ge ; lgelashvili@metro.ge ; info@metro.ge . საკონტაქტო ტელეფონები: 2 35-77-77 (1604, 1610).

 

წინასწარ მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

 

 

მიბმული ფაილები