თბილისში, კალოუბნის ქუჩა N18-ში (საკადასტრო კოდი: 01.19.20.017.008) მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ - პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით.
-მომსახურება მიზნად ისახავს წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მისამართზე მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას ტექნიკური დავალების დანართში მითითებული პირობების დაცვით, აღნიშნული პროექტის შეთანხმებას სსიპ არქიტექტურის სამსახურთან და შესაბამისი დემონტაჟის მშენებლობის ნებართვის მიღებას.
იმავე ადგილზე, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო კონცეპტუალური დიზაინ - პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, არქიტექტურული-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის აღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართებში მოცემული ეტაპების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
- საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ვადა განისაზღვრება წერილობით, თითოეულ ეტაპზე: I ეტაპისთვის წერილობითი დავალების გაცემიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე, II ეტაპისთვის წერილობითი დავალების გაცემიდან არაუმეტეს 120 (ასოცი) კალენდარული დღე. III ეტაპი - საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში გაწეული მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება და მიმწოდებელთან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო (მათ შორის სარემონტო სამუშაოების) დასრულებისა და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ.
- ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10(ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
აღნიშნულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმდება შესყიდვის გამარტივებული საშუალებით. მიმწოდებელს მოეთხოვება შემდეგი გამოცდილების და დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
პრეტენდენტს 2020 წლიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე უნდა გააჩნდეს (შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა) მომსახურების განხორციელების, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამურად არანაკლებ 300,000 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების პროექტირების გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს კონკრეტული ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენით (სისტემაში ატვირთვით) და/ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული SPA/NAT/CMR/CNT ნომრ(ებ)ის მითითებით.
- შემოთავაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 06 სექტემბრის ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად, მოგვაწოდოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული ფასი (შევსებული ფასების ცხრილის ფორმა), რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარში) დღგ-ს ჩათვლით.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.info@tdf.ge,.ananogurchiani@yahoo.com ან/და.კანცელარიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი: ნატო საძაგლიშვილი ტელ: 577981919; ანანო გურჩიანი ტელ. : 577251011.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.