ბაზრის კვლევა   შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აცხადებს ბაზრის კვლევას
05.05.2020
  
 
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას „შეჯავშნული მობილური ტერმინალის და შეჯავშნული მობილური ბარ-კოდების პრინტერების” შემდგომში ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის მიზნით. გთხოვთ, განიხილოთ ზემოაღნიშნული საქონლის ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია და წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული კომერციული წინადადებები.
დამატებითი ინფორმაცია:
1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ღირებულება გამოსახული უნდა
იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესასყიდი მომსახურების
გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისადა გადასახდელის ჩათვლით.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ღირებულების წარმოდგენა
დასაშვებია ლარში, დოლარსა და ევროში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 11 მაისის 12:00 საათისა
გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები (შეჯავშნული მობილური ტერმინალის და შეჯავშნული
მობილური ბარ-კოდების პრინტერების ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის შესაბამისად შევსებული
ხარჯთაღრიცხვა) შემდეგ მისამართზე: ქ, თბილისი, ვაგზლის მოედანი N2 ან ელექტრონულ
მისამართებზე: igodeladze@metro.ge, gdolidze@metro.ge info@metro.ge.
საკონტაქტო ტელეფონები: 2 35- 77-77 (1610), (1616), (1180, 1188). 514 003 000, 577 598 809.
წინასწარ მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.