ელექტრონული სისტემა
კონსოლიდირებული ტენდერები
ელექტრონული კატალოგი
დავების
საბჭო
შესყიდვები დონორების
სახსრებით
ელექტრონული სისტემის
სატესტო ვერსია
თეთრი სია
შავი სია
გაფრთხილებულ
მიმწოდებელთა სია
სააგენტოს შესახებ
სასწავლო ცენტრი
მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები | ბაზრის კვლევა
 

ახალი კანონპროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ მოწონებულია მთავრობის მიერ და გადაგზავნილია პარლამენტში

 

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, 2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

 

კანონპროექტი მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. კერძოდ, ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა თუ ასპექტი, მათ შორის, ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, ერთი მხრივ, ქმნის განჭვრეტად და მოქნილ გარემოს საჯარო შესყიდვის პროცედურებში ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს ეფექტიან მექანიზმებს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით განსახორციელებლად.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ასევე მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო შესყიდვების სრულიად ახალ თავსაც. აღნიშნულ სფეროში, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის დანერგვის ვალდებულება გათვალისწინებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით.

 

საგულისხმოა, რომ მოქმედ საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თან ახლავს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას 34 საკანონმდებლო აქტში.

 

გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები, კერძოდ, კანონპროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარიდან, ხოლო სხვა ცალკეული საკითხების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2027 და 2029 წელი.

 

კანონპროექტი და მისი განმარტებითი ბარათი იხილეთ შემდეგ ლინკზე - http://procurement.gov.ge/files/showfiles?id=034d22f6-7652-487a-845d-47f244306944 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

(გაფრთხილება!)

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის № 2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად,  შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ მათი დადებიდან არაუგვიანეს 10  დღის ვადაში.

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მათი შემდგომი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების  ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების მონიტორინგს, მათ შორის: შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის შესყიდვის ხელშეკრულებების დადების პროცესის ზედამხედველობას, მხარეთა მიერ შესყიდვის ხელშეკრულებებითა და კონსოლიდირებული ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;

 

გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის აპარატი მონიტორინგს უწევს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების დროულად ატვირთვის პროცესს, რის შედეგადაც გამოვლონდა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის ხშირი ფაქტები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ შეძლოს საკუთარი ფუნქციების განხორციელება,  გთხოვთ შეასრულოთ  თქვენი ვალდებულება და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებები ატვირთოთ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველებში, არაუგვიანეს მათი დადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

პატივისცემით,

 

კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, შერჩევა/შეფასების დროს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტის - ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა)  Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით.

 

 გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კერძოდ, „თეთრი სიის წარმოების წესსა და პირობებში“, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესსა“ და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“, ასევე, „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“.

 

განხორციელებული ცვლილებებით დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე მიმწოდებლების მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებებისა. მათ შორის, ახლებურად წესრიგდება თეთრ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივი შედეგი და თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი გათავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა სააგენტოში წარდგენაც სავალდებულოა თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. გარდა ამისა, იცვლება თეთრ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მარეგულირებელი მთელი რიგი დებულებებისა.

 

ამავე ცვლილებებით, დისკვალიფიკაციის საფუძვლად განისაზღვრა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო/საკონკურსო პირობებთან შეუსაბამობა. ამასთან, თუ პრეტენდენტი, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარს იტყვის აღნიშნულ დოკუმენტზე/ინფორმაციაზე მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად. ამავდროულად, დგინდება შეწყვეტის ოქმის დასაბუთების უფრო მაღალი სტანდარტი და შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული გარემოებები და არგუმენტები, რომლებმაც განაპირობა ტენდერის/კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის განხორციელებამდე გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. მითითებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის წარმატებით ჩატარების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისა და ბიზნეს წრეების ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაცია, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნები და უზრუნველყოფილ იქნას ელექტრონული ტენდერის წარმატებით განხორციელება.

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

 

 

 
სააგენტოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობდა სააგენტოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობდა 03.08.2022

  

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა 25.07.2022

  

სააგენტოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა სააგენტოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობდა 13.07.2022

  

იტალიაში, საჯარო შესყიდვების თემატიკაზე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა იტალიაში, საჯარო შესყიდვების თემატიკაზე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 13.07.2022

  

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! 11.07.2022

  

  • |<
  • <
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • …
  • >
  • >|
  • სააგენტოს შესახებ
    • დებულება
    • შინაგანაწესი
    • ფუნქციები
    • თავმჯდომარე
    • ადამიანური რესურსები
    • ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
    • საბანკო რეკვიზიტები
  • E - ბიბლიოთეკა
    • სამართლებრივი აქტები
    • მემორანდუმები
    • სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
    • ანალიტიკური კვლევები და ანგარიშები
    • სახელმძღვანელოები
    • მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები
    • სასარგებლო ელექტრონული რესურსები
  • თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან
    • მედია-რელიზები
    • E-Newsletter
    • საჯარო ინფორმაცია
    • პარტნიორები სამოქალაქო საზოგადოებიდან
  • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • საერთაშორისო კანონმდებლობა
    • სამოქმედო გეგმები
    • საერთაშორისო ანგარიშები
    • საერთაშორისო პუბლიკაციები
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო ღონისძიებები

რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა N8
0113 თბილისი

+995 32 2 242 248

info@procurement.gov.ge

რეგისტრაციისათვის:
registration@spa.ge

ცხელი ხაზი: 2 48 48 22

Eng ქარ