შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წესით დამზადებული და ექსპლუატაციაში არ მყოფი. დანართში მითითებული პარამეტრები წარმოადგენს შესყიდვის ობიექტის მინიმალურ პარამეტრებს და პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს უკეთესი პარამეტრების მქონე საქონელი, რომლის მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეს.
პორტაბელურ კომპიუტერებზე (ლეპტოპი), პრინტერებზე და უწყვეტი კვების წყაროებზე საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ ერთ კალენდარულ წელზე.
მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთ ეტაპად სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის ოფისში: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #42ა.
დაინტერესების შემთხვევაში, ორგანიზაციებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ შემოთავაზება ინვოისის სახით თანდართული Excel-ის ფაილის შესაბამის ყველა პოზიციაზე, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ივნისის 18:00 სთ-ისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
d.litkini@gac.gov.ge
lali@gac.gov.ge
ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
დავით ლიტკინი: +995 577 05 12 40;
ლალი მაღნარაძე: +995 577 15 85 35;
მიბმული ფაილები