CPV80500000 - სატრენინგო მომსახურებები; CPV 80561000 - პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურების მიმწოდებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბე კულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ (GEO-T-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს ტუბერკულოზის მართვის ხარისხის გაუმჯობესების
მომსახურების (CPV 80561000 - პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) შესყიდვა.
მომსახურების შესყიდვის ძირითადი მიზანია ტუბერკულოზის მართვის ხარისხის გაუმჯობესება განახლებული გაიდლაინების რეკომენდაციების დანერგვისა და ხარისხის მართვის შესაძლებლობის განვითარების გზით.
დაინტერესებულმა მხარეებმა მომსახურების მიწოდების ჯამური ღირებულება უნდა წარმოადგინონ ლარში, ტექნიკური დავალების ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მოგვაწოდოთ, წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის/პროგრამების დირექტორის, ირმა ხონელიძის სახელზე არაუგვიანეს 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.
მისამართი: ქ. თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი №99, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ან ელექტრონული ფოსტის მეშევეობით cancelary@ncdc.ge;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 219 25 94 – შიდა (804).
მიბმული ფაილები