მიმდინარე წლის 18 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში ჩატარდება ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული მოსამსახურეებისათვის; ტრენინგი, ასევე, გამიზნულია საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:
http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx