ელექტრონული სისტემა
კონსოლიდირებული ტენდერები
ბაზრის
კვლევა
დავების
საბჭო
შესყიდვები დონორების
სახსრებით
ელექტრონული სისტემის
სატესტო ვერსია
თეთრი სია
შავი სია
გაფრთხილებულ
მიმწოდებელთა სია
სააგენტოს შესახებ
სასწავლო ცენტრი
მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები
 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალების (მაგ.: ნიღაბი, ხელთათმანი და ა.შ.) კონსოლიდირებული ტენდერების შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, არაუგვიანეს 2025 წლის 9 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე med2026@spa.gov.ge გადმოგზავნეთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) იმ სამედიცინო სახარჯი მასალების (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობების) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2026 წლის სახსრებით. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 32 2 242 248   შიდა: 39

+995 598 380 780 ნინი გამრეკელი

+995 577 615 515 მარინა გვრიტიშვილი

 

 

 

 

მოწვევა ტრენინგზე

“სახელმწიფო  შესყიდვების კურსი“ სახელმწიფო   შესყიდვების  სპეციალისტებისათვის

 

2025 წლის 8 სექტემბრიდან - 19 სექტემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით,  სასწავლო ცენტრში გრძელდება ტრენინგების ციკლი  „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,  მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული სსიპ-ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვა შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

 

ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით. 

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია: https://training.spa.ge/

 

ტრენინგების განრიგი იხილეთ ბმულზე:

https://procurement.gov.ge/ka/c/training_center?category=2&month=1&year=2025

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი

577 50 37 71 თამარ ბაბუნაშვილი

595 92 00 60 მარიამ ბუგიანიშვილი

598 44 05 47 გაბრიელ რაზმაძე

ელ.ფოსტა: training.center@spa.ge

 

 

 

სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!

 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა სამი ახალი ნორმატიული აქტი; ცვლილებების შედეგად, რეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის / ე.წ. საავანსო გარანტიის წარდგენა შესაძლებელი ხდება ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. 

 

• შესაძლებელი ხდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის და საავანსო გარანტიის ელექტრონული სისტემის (https://tenders.procurement.gov.ge/) საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენა;

• ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი; 

• არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია/ე.წ. საავანსო გარანტია   შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით;

• რეზიდენტი პირის მიერ გაცემული გარანტიის შემთხვევაში, შესაძლებელია ორივე მეთოდით სარგებლობა – შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია წარედგინება ბიზნესმენისათვის სასურველი და მოსახერხებელი ან  ელექტრონული, ან მატერიალური დოკუმენტის ფორმით;

• საგულისხმოა, რომ ელექტრონული ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში, მოხდება  პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ იქნება შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობასთან;

• ელექტრონული ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში, მატერიალური დოკუმენტის ფორმით წარდგენილ გარანტიას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/) ატვირთავს შემსყიდველი ორგანიზაცია. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ორივე ფორმით წარდგენილი გარანტია სისტემაში აიტვირთება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.

 

ზემოთ აღწერილი ცვლილებების სრულად ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 20 ოქტომბერი; ამ თარიღისთვის იქნება დამატებული სათანადო ელექტრონული სერვისები სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/). 

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ 2025-2026  წლების მცირე ტვირთამწეობის საბურავების (ზამთარი, M+S, A/S, M/T, A/T, 2025 წლის 01 ნოემბრიდან - 2026 წლის 31 იანვრის პერიოდისათვის) კონსოლიდირებულ ტენდერებში (სულ 17 ტენდერი) გამარჯვებულები გამოვლენილია. გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ პრეტენდენტებს ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების მიზნით. შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის შემდგომ, 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველა შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიმართოს გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

 

2025 წლის 30 ნოემბრის გასვლის შემდგომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ არის ვალდებული გააფორმოს ხელშეკრულება!!!

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №458 დადგენილებაში და განისაზღვრა შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომელთა ხელმძღვანელებსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც მოიცავს ერთდროულად სამშენებლო სამუშაოსა და საპროექტო მომსახურებას (Design-build), შესყიდვის განხორციელებამდე საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას ამავე დადგენილების დანართ №3-ის შესაბამისად.

 

ამავე ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ დანართ №3-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის, ხოლო სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა – საქართველოს მთავრობისათვის.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დადგენილების დანართ №1-ის ცხრილი №1 ჩამოყალიბდა ახლებური რედაქციით. ასევე ახლებურად განისაზღვრა იმ ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნუსხა, რაც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას უნდა დაურთონ თან. 

 

ზემოაღნიშნული ცვლილებები ძალაშია 2025 წლის 16 მაისიდან.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://matsne.gov.ge/document/view/6496801?publication=0   

 

 

 

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებითა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით განისაზღვრა ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გაცემისას/რეალიზაციისას დადგენილია საქონლის დასაშვები მაქსიმალური ფასის ზედა ზღვარი. ხოლო, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის დადგენილ მაქსიმალურ ფასზე ძვირად გაცემა/რეალიზაცია გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

ამრიგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასების რეგულირებიდან გამომდინარე, 2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებითა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა, შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შესაბამისად, განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით (იხ. დანართი ცხრილის სახით) იმ ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალს, რომელზეც აღარ იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვის პროცედურების განხორციელება.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოება და თქვენი ორგანიზაციის მიერ, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოთ შესყიდვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”

 

 

 

სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ შეიქმნა ახალი ოფიციალური ვებ-გვერდი – https://drc.gov.ge/. აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, დოკუმენტაცია და დაკავშირებული ელ.-სერვისები, მათ შორის, პირდაპირი კომუნიკაცია გასაჩივრების ელექტრონულ მოდულთან, საჩივრების შინაარსი და დაკავშირებული დეტალები, საბჭოს სხდომების განრიგი და განსახილველი საჩივრების ნუსხა, სხვა სასარგებლო დოკუმენტაცია, როგორიცაა სამართლებრივი აქტები, სახელმძღვანელოები და გადაწყვეტილებების განზოგადოებული პრაქტიკა. 

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დავების განხილვის საბჭოს აპარატს: (032) 2 44 07 70 (25-00); E-mail: Disputes@gnca.gov.ge 

 

 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! 02.09.2025

  

სახელმწიფო შესყიდვების პროცესებში ინერგება ახალი გამარტივებული ელექტრონული სერვისები სახელმწიფო შესყიდვების პროცესებში ინერგება ახალი გამარტივებული ელექტრონული სერვისები 21.08.2025

  

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! 19.08.2025

  

სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ ! სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ ! 19.08.2025

  

სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ ! სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ ! 19.08.2025

  

  • |<
  • <
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • …
  • >
  • >|
  • E - ბიბლიოთეკა
    • სამართლებრივი აქტები
    • მემორანდუმები
    • სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
    • ანალიტიკური კვლევები და ანგარიშები
    • სახელმძღვანელოები
    • მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები
    • სასარგებლო ელექტრონული რესურსები
  • თანამშრომლობა სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოებასთან
    • ელექტრონული კატალოგი
    • მედია-რელიზები
    • E-Newsletter
    • საჯარო ინფორმაცია
    • პარტნიორები სამოქალაქო საზოგადოებიდან
    • დავების საბჭოს არქივი
    • ბაზრის კვლევის არქივი
  • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • საერთაშორისო კანონმდებლობა
    • სამოქმედო გეგმები
    • საერთაშორისო ანგარიშები
    • საერთაშორისო პუბლიკაციები
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო ღონისძიებები

რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა N8
0113 თბილისი

+995 32 2 242 248

info@procurement.gov.ge

რეგისტრაციისათვის:
registration@spa.ge

ცხელი ხაზი: 2 48 48 22

Eng ქარ