სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 21-22 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის საჯარო შესყიდვების ოფისის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნობიან იმ რეფორმებს, რაც საჯარო შესყიდვების მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა და გაიზიარებენ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დანერგილ პრაქტიკას.