საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
საკონკურსო ვაჭრობაზე მოწვევის განცხადების ცვლილება
საქართველო
წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II
ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
კონტრაქტის/ტენდერის№EIB/WIMPII/W/NCB/04
მე-5 პარაგრაფის გ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
გ) 2009 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის დღემდე, კონკურსანტს, კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის როლში, წარმატებით და არსებითად დასრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი კონტრაქტების მინიმალური ოდენობა: (i) 1 (ერთი) კონტრაქტი მინიმუმ 780,000 ლარის ღირებულებით; ან (ii) 3 (სამი) კონტრაქტი მინიმუმ 260,000 ლარის ღირებულებით, მაგრამ ყველა კონტრაქტის ჯამური ღირებულება უნდა იყოს 780,000 ლარის ტოლი ან მეტი.
განცხადების დანარჩენი ტექსტი რჩება უცვლელი.