2013 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში საწვავის საბარათე სისტემით მოსარგებლე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2013 წლის დეკემბრის თვეში საბარათე სისტემით შესყიდულ საწვავთან დაკავშირებული ანგარიშსწორება შეიძლება განახორციელონ უწყვეტ მომსახურებასთან (მაგ: ინტერნეტის მომსახურება, დაცვის მომსახურება) დაკავშირებული ანგარიშსწორების წესის ანალოგიურად 2014 წლის იანვარში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ მე–9 მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით – გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების შემთხვევაში, მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ 51 მუხლით.