სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის დამატებით კვლევას ნატრიუმის მიკოფენოლატის შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის ობიექტია: ნატრიუმის მიკოფენოლატი (180 მგ და/ან 360 მგ დაფასოების) - 4 374 000 მგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2014 წლის 22 დეკემბრის 18.00 საათისა, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
Ø მოსაწოდებელი საქონლის დასახელება;
Ø წარმოშობის ქვეყანა;
Ø ერთეულის ფასი;
Ø მთლიანი ღირებულება;
Ø მოწოდების ვადა;
Ø მოწოდების პირობები - საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების Incoterms-ის შესაბამისად;
Ø ვარგისიანობის ვადა.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Tsirbiladze@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.