დავების საბჭოს წევრის არჩევის მიზნით, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იწყებს განცხადებების მიღებას 2012 წლის 5 ივნისიდან 16 ივნისამდე.
ვადამდელი შერჩევა განაპირობა საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ საბჭოს დატოვებამ. საბჭოს წევრის კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას.
წევრობის კანდიდატს მოეთხოვება:
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ზოგადი ცოდნა;
- უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
- თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოდგენა. კანდიდატის შესახებ წარმოსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
- CV–ს სამუშაოთა ვრცელი აღწერით;
- მომართვის წერილს.
განცხადებების მიღების შემდგომ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აირჩევენ ერთ კანდიდატს, ხმათა უმრავლესობით. შერჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2012 წლის 20 ივნისისა.
საბჭოს წევრი ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომებს და მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
ცნობისათვის:
- 2011 წლის განმავლობაში განხილულია 67 საჩივარი.
- 2012 წლის განმავლობაში 1 ივნისის მდგომარეობით – განხილულია 72 საჩივარი.
P.S. გთხოვთ, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გაავრცელოთ წინამდებარე შეტყობინება.
საკონტაქტო პირი:
სოფიკო ბერიშვილი
ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge
ტელ: 214 88 87