27 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში მალაიზიის დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემით, შესყიდვების კანონმდებლობითა და პროცედურებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებისთვის პრეზენტაცია მოაწყეს, რომელზეც წარმოდგენილი იყო შესყიდვის ელექტრონული სისტემა და მისი ფუნქციონირების პრინციპები, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული რეფორმები.