სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების
მეხუთე ეტაპი დაიწყო
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლოცენტრში 18 აპრილს დაიწყო და 29 აპრილამდე გაგრძელდება ტრენინგები თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
სწავლების დაწყებამდე მსმენელებს უტარდებათ პრეტესტირება. ათდღიანი სწავლების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სწავლებას გაივლის 56 სპეციალისტი.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.