სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 3 წევრის შერჩევის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს განცხადებების მიღებას 2011 წლის 18 ნოემრიდან 2011 წლის 6 დეკემბრამდე. საბჭოს წევრის კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას.
წარმოსადგენი კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
- განათლება – უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური;
თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
განცხადებების მიღების შემდგომ ჩატარდება შერჩევა. შერჩევისას მოწვეულნი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები თავადვე შეარჩევენ მათთვის მისაღებ 3 კანდიდატს. საბოლოოდ, საბჭოს წევრად აირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას.
შერჩევა ჩატარდება არაუგვიანეს 2011 წლის 9 დეკემბრისა. დამატებითი ინფორმაცია ეცნობებათ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა საბჭოს ყველა წევრისთვის.
2011 წლის განმავლობაში განხილულია 52 საჩივარი.
საკონტაქტო პირი:
სოფიკო ბერიშვილი
ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge
ტელ: 214 88 87