მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, კვირას, 14:00 საათზე, შპს „ლუკოილ ჯორჯია“ გამართავს ტრეინინგს თემაზე: 
  აგაი სისტემის მართვა ინტერნეტის მეშვეობით 
ტრეინინგზე დეტალურად იქნება განხილული და ნაჩვენები ყველა ოპერაცია, რომელის განხორციელებაც უზრუნველყოფს შემსყიდველების ავტომანქანებზე დაყენებული ჩიპების მართვას აგაი სისტემის მეშვეობით(ლიმიტის ტიპის დაწესება/ცვლილება, ლიმიტის რაოდენობის დაწესება/ცვლილება, მანქანების მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობის ნახვა და დაანგარიშება). 
აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე საშუალება მოგეცემათ მიიღოთ პასუხი კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე.
დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვიწვევთ სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასი“-ს საკონფერენციო დარბაზში. 
 ყურადღება: ტრეინინგზე დაიშვება ორგანიზაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი.
 
 მისამართი: თბილისი, თელავის ქუჩა 20 (ქეთევან წამებულის გამზირი)
 სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასი“
 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 ტელ.: 2380013, 2373878
 
ცხელი ხაზი: 577 323377