სიხლეები   შპს „ვესტ ჯორჯია“
27.01.2025
  
 

 

 

შპს „ვესტ ჯორჯია“

(ს/ნ: 404465949)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 15 იანვარს წარმოდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 30 დეკემბრის № MIA22403962713 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 232), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ვესტ ჯორჯიას“ (ს/ნ: 404465949) მიერ NAT240009249 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2024 წლის 18 ივნისის № 648 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.