სიხლეები   შპს „იმერ ტური 2024“
05.03.2025
  
 

შპს „იმერ ტური 2024“

ს/ნ: 412772566

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილ იქნა 2025 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის 2025 წლის 14 თებერვლის № 4 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 4), რომლითაც სააგენტოს ეცნობა CON240000382 კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გამარჯვებული პრეტენდენტის – შპს „იმერ ტური 2024“-ის (ს/ნ: 412772566) მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.