სიხლეები   უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი
02.06.2025
  
 

 

 

მიმდინარე წლის 29-30 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი, მინისტრის მოადგილე ბ-ნ აბდულაზიზ ხაიდაროვი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიმდინარე წლის მარტში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან, რომლიs ფარგლებშიც განხორციელდა აღნიშნული სასწავლო ვიზიტი. ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება საჯარო შესყიდვების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ცენტრალიზებული საჯარო შესყიდვების პრაქტიკას, ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას და იურიდიულ და ინსტიტუციურ მოწყობის და ამ კუთხით სახემწიფო შესყიდვების სააგენტოს მოწინავე გამოცდილების გაზიარებას.