გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 9 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე med2026@spa.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი, იმ სამედიცინო სახარჯი მასალის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2026 წლის სახსრებით.
დეტალური ინსტრუქცია:
Ø 2026 წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობების განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან/და გასული წლ(ებ)ის საქონლის ხარჯვის სტატისტიკა, ასევე პაციენტთა სავარაუდო მომართვიანობის მაჩვენებელი და აღნიშნული მონაცემების მიხედვით დაგეგმეთ 2026 წლისთვის შესასყიდი სამედიცინო სახარჯი მასალის ოდენობები.
Ø გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ანბანის მიხედვით, მოცემულია იმ სამედიცინო სახარჯი მასალების შესახებ დეტალური მონაცემები, რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
Ø იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული სამედიცინო სახარჯი მასალა ცხრილში არ მოიძებნა, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
Ø მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ.
სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.
Ø გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
+995 32 2 242 248 შიდა: 39
+995 598 380 780 ნინი გამრეკელი
+995 577 615 515 მარინა გვრიტიშვილი