შპს „BUeno“
ს/ნ: 400066815
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 2 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ 2025 წლის 1 ოქტომბრის № MES2250001264773 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8415), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „BUeno“-ს (ს/ნ: 400066815) მიერ NAT250009336 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2025 წლის 4 ივლისის № 2025-1/137-ჟ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.