გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში და 2025 წლის 17 ნოემბრიდან დადგინდა დამატებითი გამონაკლისები კანონის მოქმედების სფეროდან, კერძოდ: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება აგრეთვე არბიტრაჟისა და მედიაციის მომსახურებაზე, ასევე იურიდიულ მომსახურებაზე, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის ინტერესების დაცვასთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოებში, საერთაშორისო არბიტრაჟსა და დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებში. გარდა ამისა, გამონაკლისად განისაზღვრა ზემოაღნიშნული პროცესებისთვის საჭირო იურიდიული კონსულტაცია; აგრეთვე, დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმება, აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია, სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლისა და მეურვის მიერ გაწეული იურიდიული საქმიანობა, ასევე, საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა იურიდიული მომსახურება, აგრეთვე უცხო ქვეყანაში მოწმის, ექსპერტის და თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურებები, როდესაც ისინი აუცილებელია შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო ან უცხოურ სამართლებრივ ინსტიტუტებში.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.