
მიმდინარე წლის 18-21 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის საჯარო შესყიდვების უწყების (KIK) მისია. ვიზიტის მინაზი იყო ორ უწყებას შორის საჯარო შესყიდვების სფეროში მოწინავე გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა საქმიანი შეხვედრები, რომლის ფარგლებში მხარეები გაეცნენ ორი ქვეყნის საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემას, მოწინავე გამოცდილებას და მიმდინარე რეფორმებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი გაიმართა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საპასუხო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ორ უწყებას შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებისათვის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.