სიხლეები   შპს „MEGA COMPANY“
17.12.2025
  
 

შპს „MEGA COMPANY“

ს/ნ: 404888421

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა 2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის (სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის 2025-2026 წლების) კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიის 2025 წლის 13 ნოემბრის № 13 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 13), რომლითაც სააგენტოს ეცნობა CON250000286 კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ მიმწოდებლის – შპს „MEGA COMPANY“-ის (ს/ნ: 404888421) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.