სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი იწყებს ახალ სერვისს - ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის.
ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ზოგად კურსს სცდება - კონკრეტულია, გადაუდებელია და სპეციფიკურ ექსპერტთან პირდაპირ კომუნიკაციას საჭიროებს. სასწავლო ცენტრი ახდენს პრობლემატიკის იდენტიფიცირებას, სხვადასხვა მიმართულების აგრეგირებას და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციასა და შეხვედრის ორგანიზებას.
|
ფორმატი
|
ონლაინ (Zoom პროგრამის საშუალებით)
|
|
ხანგრძლივობა
|
1-2 საათი
|
|
მიზნობრივი ჯგუფი
|
სახელმწიფო, სსიპ, ააიპ და ადგილობრივი თვითმმართველობის შემსყიდველი ორგანიზაციები
|
|
კონტაქტი
|
ნათია ბედენაშვილი | nbedenashvili@spa.ge | 555 200 253
|
პირველი შეხვედრა - 7 ივლისი, 2026 წელი
თემა: ბაზრის კვლევა სახელმწიფო შესყიდვებში
ბაზრის კვლევა ერთ - ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია შემსყიდველებისთვის - სააგენტოს მონიტორინგის მონაცემებით. პირველი შეხვედრა სწორედ ამ თემას ეძღვნება: MRS მოდულის გამოყენება, სავარაუდო ღირებულების სწორი განსაზღვრა და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სერვისის მიზნები
· შემსყიდველი ორგანიზაციების კონკრეტული პრობლემების ოპერატიული გადაჭრა
· სააგენტოსა და შემსყიდველს შორის პირდაპირი, სტრუქტურირებული კომუნიკაციის არხი
· გამეორებადი პრობლემების იდენტიფიკაცია - სამომავლო სასწავლო მოდულებისა და კურსების სრულყოფისთვის
· ცხელი ხაზის დატვირთვის შემცირება - პრობლემა წინასწარ გადაიჭრება, სანამ ის ცხელ ხაზამდე მივა
როგორ დარეგისტრირდეთ
მსურველებს გთხოვთ, 2026 წლის 6 ივლისამდე მოგვწეროთ შემდეგ მეილზე და მიუთითოთ:
· ორგანიზაციის დასახელება
· საკონტაქტო პირის სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი.
nbedenashvili@spa.ge | 555 200 253 - ნათია ბედენაშვილი