სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა
24.03.2023
  
 

No description available.

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა. ფერმერთა ასოციაცია დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 5000-მდე ფერმერსა და აგრობიზნესს აერთიანებს. ასოციაციის ძირითადი მანდატი ფერმერთა ინტერესების ადვოკატირება და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაა, ასოციაციის ხელმძღვანელობით აქტიურად ფუნქციონირებს ფერმერთა სათათბირო, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მომუშავე 20-ზე მეტ დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს. ფერმერთა სათათბირო მის წევრ დარგობრივ ასოციაციებს ხელს უწყობს, რეგულარულად ჩაერთონ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში და ოპერატიულად ითანამშროლონ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო სექტორთან.

 

სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა სტუმრებს დეტალურად  გააცნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო შესყიდვების შესახებ’’, რომელიც აწესებს ახალ რეგულაციებსა და მიდგომებს.  პრეზენტაციის მეორე ნაწილი კი მიეძღვნა ცენტრალიზებული შესყიდვების პრაქტიკას აგრო სასურსათო პროდუქციის მიმართულებით. 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში დასრულდა.