სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ინტელ-ჯორჯია“
24.03.2023
  
 

შპს „ინტელ-ჯორჯია“

ს/ნ: 444547073

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 15 თებერვალს წარმოდგენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 15 თებერვლის № 50-502304653 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1466), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ინტელ-ჯორჯიის“ (ს/ნ: 444547073) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2022 წლის 14 სექტემბრის № 115 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR220113737) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge