საჯარო შეტყობინება – ამხანაგობა „ბამბლი“, შპს „საპროექტო ჯგუფი“ და შპს „სითი ართ დეისი“
ამხანაგობა „ბამბლი“
ს/ნ: 245807113
შპს „საპროექტო ჯგუფი“
ს/ნ: 445589024
შპს „სითი ართ დეისი“
ს/ნ: 445536974
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 7 თებერვალს წარმოდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 7 თებერვლის № 42-42220385 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1137), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „ბამბლის“ (ს/ნ: 245807113) მიერ NAT200018716 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 25 დეკემბრის № 259 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტებები ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტებები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.