2018 წლის განმავლობაში ნავთობპროდუქციის (საწვავის) სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩატარდა 8 კონსოლიდირებული ტენდერი.
გაცნობებთ, რომ ყველა მათგანში გამოვლენილია გამარჯვებული მიმწოდებელი.
ნავთობპროდუქციის (საწვავის) უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად და შემსყიდველი ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, გთხოვთ, მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებლებს, რათა 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში დაიწყოთ შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სხვა აუცილებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება.
იხილეთ გამარჯვებული მიმწოდებლების სია:
ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების შედეგები |
კონსოლიდირებული ტენდერების ნომერი |
პროდუქტი |
გამარჯვებულის ფასი |
გამარჯვებული მიმწოდებელი |
CON170000074 |
ევრორეგულარი (აგს) |
2,02 ₾ |
შპს „რომპეტროლ საქართველო“ |
CON170000075 |
ევრორეგულარი (სითხე) |
1,99 ₾ |
შპს „რომპეტროლ საქართველო“ |
CON170000068 |
პრემიუმი |
2,08 ₾ |
შპს „რომპეტროლ საქართველო“ |
CON170000069 |
სუპერი |
2,37 ₾ |
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ |
CON170000071 |
დიზელი (აგს) |
2,14 ₾ |
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ |
CON170000072 |
დიზელი (სითხე) |
2,09 ₾ |
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ |
CON170000070 |
ევროდიზელი (აგს) |
2,14 ₾ |
შპს „რომპეტროლ საქართველო“ |
CON170000073 |
ევროდიზელი (სითხე) |
2,08 ₾ |
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ |
აქვე განგიმარტავთ, რომ 2017 წლის ტენდერების ფარგლებში გაცემული ნებართვები ძალაშია 2017 წლის ბოლომდე და შესაბამისად, მათი გამოყენება შეუძლებელია 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.
მოგმართავთ თხოვნით, 2018 წლის განმავლობაში საწვავის აგაი სისტემის გარეშე შესყიდვის ნებართვის მიღების მიზნით, დროულად მიმართოთ სატენდერო კომისიას, რათა დროულად შეძლოთ გამარჯვებულ მიმწოდებელთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვავის შეუფერხებელი და უწყვეტი მიწოდება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
გაცნობებთ, რომ სატენდერო კომისიის აპარატი ზემოაღნიშნულ მომართვებზე რეაგირებს არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში საწვავის შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშები.