სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
07.03.2018
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის №2 და №3 ბრძანებებით ცვლილებები შევიდა „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 და „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებებში, რომლებითაც განისაზღვრა, რომ:
კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება აღარ დაჯამდება შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან;
ხელოვნურად დაყოფის მიზნებისთვის, გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრები ჩაითვლება ერთი და იმავე დაფინანსების წყაროდან წარმოშობილად, მიუხედავად მათი გამცემი სუბიექტ(ებ)ისა.
ცვლილებები ამოქმედდება 2018 წლის 8 მარტიდან.