„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ მოხდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით დადებული ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვის შესახებ დებულებების დაზუსტება, რის შედეგადაც ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვა უნდა მოხდეს 10 დღის ვადაში, ისევე როგორც სისტემის გამოყენების გარეშე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში.
ასევე 10 დღიანი ვადა განისაზღვრა შესყიდვის ნებისმიერი საშუალების შედეგად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ფაქტობრივი გადახდების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენისთვის. შესაბამისად, ფაქტობრივად გაუქმდა ყოველკვარტალური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ნოემბრიდან.