სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს ხანდაზმულებს
2015 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლები „კათარზისს“ ესტუმრნენ. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს „კათარზისის“ ბენეფიციარებს.
310 ხანდაზმულისთვის სააგენტოს კოლექტივმა სამი დღის სადილიც დააფინანსა.