ბაზრის კვლევა   შპს „სპორტმშენსერვისი“ აცხადებს ბაზრის კვლევას
06.02.2023
  
 

შპს „სპორტმშენსერვისი“ ახორციელებს ბაზრის კვლევას  ბალანსზე არსებული „ოლიმპიური სასახლის“ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #15ა, ს/კ 01.14.04.030.044) B ბლოკში არსებული დარბაზის სახურავის რეაბილიტაციისათვის (ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები) საჭირო სარემონტო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. სახურავის ფართობი - 2 155 კვ/მ. სახურავის შეკეთება უნდა განხორციელდეს მაღალი რეაქტობის, ელასტიური, პიგმენტირებული, ჰიბრიდული პოლიურეას მისხურებით შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით (ცხელი მეთოდით). დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2023 წლის 10 თებერვლისა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

• შევსებული ხარჯთაღრიცხვა;

• შესასრულებელი სამუშაოების ვადა;

• შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პირობები (არანაკლებ 8 წელიწადი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან);

• კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების (აღნიშნული მეთოდოლოგიით) ჩამონათვალი, სადაც მითითებული იქნება დამკვეთი, მეთოდოლოგია, შესრულებული სამუშაოს მოცულობა. შესრულებული უნდა ქონდეს არანაკლებ ერთი სამუშაო არანაკლებ 1 000 კვ.მ. ფართობის ოდენობით. დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებები და მიღება/ჩაბარების აქტების ასლები. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებადი, რათა საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველს შეეძლოს ინფორმაციის დაზუსტება. იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური გამოცდილება განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების გზით საკმარისია შესყიდვის შესაბამისი ნომრების მითითება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: bazriskvleva@smsorg.ge 

599 78 75 70 - ოთარ კიკვაძე

 

 

მიბმული ფაილები