სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
16.10.2018
  
 
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2019 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების საჭირო კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერის მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე აკუმულატორების შესყიდვას აპირებთ, 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
 
პოლარობა: მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 0-ით აღინიშნება მარჯვენა პლიუსიანი აკუმულატორები, 1-ით მარცხენა პლიუსიანი, სატვირთოს შემთხვევაში კლემები, პლიუსიც და მინუსიც, განლაგებულია ერთიდაიგივე მხარეს და ასეთი განლაგება აღინიშნება 3-ით.
ტერმინალის (კლემა) ტიპი: ტერმინალები, იგივე კლემები ძირითადად იყოფა ორ ტიპად: ევროპული (EUR) და აზიური (JIS), ევროპული ტიპის კლემა არის მსხვილი და აზიური ტიპის წვრილი.
წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე მოგვიანებით გეცნობებათ, იმ აკუმულატორების ჩამონათვალი და პირობები რომელთა შესყიდვაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე                            და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.  
 
 ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა)  ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემაში;
ბ) იმ შემთხვევაში თუ სისტემაში არ არის გათვალისწინებული თქენი საჭიროების აკუმულატორი ან სისტემაში განთავსებული აკუმულატორების ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით გაგაჩნიათ რაიმე სახის შენიშვნა, გთხოვთ შენიშვნები, აკუმულატორების რაოდენობა და მათი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Lkirvalidze@spa.ge
ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 26 ოქტომბრისა;
გ) ინფორმაციის მოწოდების პროცესში ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე 571 255 255 ლაშა კირვალიძე;