სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა
29.11.2015
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
გუბერნატორებთან შეხვედრა გაიმართა
 
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით, 2015 წლის 29 ნოემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებთან და შესყიდვების სამსახურების ხელმძღვანელებთან.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სიახლეებზე, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ახალ პროცედურებზე, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
რწმუნებულ-გუბერნატორებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენტურ პირებთან ერთად იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.