ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის 2013 წლის (თებერვალი, მარტი, აპრილი) ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებით
ვთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს თავიანთ თანამშრომლებამდე დაიყვანონ ინფორმაცია, რომ 2013 წლის (თებერვალი, მარტი, აპრილი) ფიჭური სატელეფონო მომსახურების CON13000007 კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა იწურება 2013 წლის 30 აპრილს. შესაბამისად, 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდზე ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ახალი კონსოლიდირებული ტენდერი CON13000016, სადაც წინადადებების მიღება დასრულდება 2013 წლის 25 აპრილს. იმ შემთხვევაში, თუკი CON130000016 კონსოლიდირებულ ტენდერში გამოვლინდა CON130000007 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისაგან განსხვავებული გამარჯვებული, მობილური ინტერნეტის შეძენილი პაკეტების გაუხარჯავი ნაწილი აბონენტს ავტომატურად არ გადაყვება.