სიხლეები   შპს „ხელმარჯვე ოსტატები“
27.10.2023
  
 

 

 

შპს „ხელმარჯვე ოსტატები“

ს/ნ: 412740306

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 29 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2023 წლის 28 სექტემბრის № MES1230001258438 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7990), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ხელმარჯვე ოსტატების“ (ს/ნ:412740306) მიერ NAT230013184 ელექტრონული ტენდერების შედეგად დადებული 2023 წლის 2 აგვისტოს № 320703/03/160 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge