სიხლეები   შპს „სქაინეთ დისტრიბიუშენ“
11.06.2024
  
 

 

 

შპს „სქაინეთ დისტრიბიუშენ“

ს/ნ: 427740000

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 14 და 21 მაისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „წყალტუბოს კოლეჯის“ 2024 წლის 14 მაისის წერილობითი შეტყობინება და 20 მაისის № MES3240000548519 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 4060 და № 4215), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „სქაინეთ დისტრიბიუშენის“ (ს/ნ: 427740000) მიერ NAT230023813 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2024 წლის 23 იანვრის №ტ-01 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.