სიხლეები   შპს „საპროექტო ჯგუფი“
06.01.2025
  
 

შპს „საპროექტო ჯგუფი“

 

ს/ნ: 445589024

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2024 წლის 17 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 17 დეკემბრის № 106-10624352136 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 10886), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „ბამბლის“ (ს/ნ: 245807113) მიერ NAT240007803 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2024 წლის 23 მაისის № 121/01/24 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge