სიხლეები   შპს „გლობალ ლიფტი 2010“
05.02.2025
  
 

შპს „გლობალ ლიფტი 2010“

ს/ნ: 445576984

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2025 წლის 13 იანვარს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2025 წლის 8 იანვრის № 34-0125008268 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 130), რომლითაც სააგენტოს ეცნობა NAT240022743 ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის – შპს „გლობალ ლიფტი 2010“-ის (ს/ნ: 445576984) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.