სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
06.10.2025
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებასა და „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში.

 

ცვლილების თანახმად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

 

ზემოაღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2025 წლის 7 ოქტომბრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე. 

 

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.