სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
30.12.2025
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 12 ნოემბერს განხორციელებულ  ცვლილებებთან (1056-IVმს-XIმპ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოსაყვანად, ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეულ  ბრძანებებში, კერძოდ:

 

➢ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, აგრეთვე, სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული 50 ლარისა). ამასთან,  სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურიც განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა). ამავე ცვლილებებით, კერძო შესყიდვის გამოცხადებისთვის კერძო შემსყიდველის მიერ გადასახდელი საფასურის, აგრეთვე წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული 50 ლარისა);

 

➢ გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამის ბრძანებებში აისახა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული მიდგომა ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, ვადების შერჩევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შესაბამისი ვადის შერჩევა, ძირითადად, დამოკიდებული იქნება შესყიდვის ობიექტის ღირებულებაზე და არა ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ღირებულებაზე;

 

➢ ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ამავე ცვლილებებით „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში აისახა 2025 წლის 22 ოქტომბრის ევროკომისიის 2025/2151 რეგულაციით შეცვლილი ევროკავშირის მონეტარული ზღვრები და საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 143 000 ევროს ნაცვლად, განისაზღვრა 140 000 ევროთი, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში, ნაცვლად 5 538 000-სა, განისაზღვრა 5 404 000 ევროთი.

 

ზემოაღნიშნული ცვლილებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.