გაცნობებთ, რომ „პლასტმასის გარკვეული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის N2241 განკარგულების თანახმად, ამავე განკარგულებით გათვალისწინებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს, 2026 წლის 1 აპრილიდან, ეზღუდებათ პლასტმასის ჭიქების, პლასტმასის კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის სახელმწიფო შესყიდვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ განკარგულება