სიხლეები   ინდივიდუალური საკონსულტაციო სერვისი
03.07.2026
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი

 


 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი იწყებს ახალ სერვისს - ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის.

 

ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ზოგად კურსს სცდება - კონკრეტულია, გადაუდებელია და სპეციფიკურ ექსპერტთან პირდაპირ კომუნიკაციას საჭიროებს. სასწავლო ცენტრი ახდენს პრობლემატიკის იდენტიფიცირებას, სხვადასხვა მიმართულების აგრეგირებას და სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციასა და შეხვედრის ორგანიზებას.

 

ფორმატი

ონლაინ (Zoom პროგრამის საშუალებით)

ხანგრძლივობა

1-2 საათი

მიზნობრივი ჯგუფი

სახელმწიფო, სსიპ, ააიპ და ადგილობრივი თვითმმართველობის შემსყიდველი ორგანიზაციები

კონტაქტი

ნათია ბედენაშვილი  |  nbedenashvili@spa.ge  |  555 200 253

 

პირველი შეხვედრა - 7 ივლისი, 2026 წელი

 

თემა: ბაზრის კვლევა სახელმწიფო შესყიდვებში

 

ბაზრის კვლევა ერთ - ერთი ყველაზე  პრობლემური საკითხია შემსყიდველებისთვის - სააგენტოს მონიტორინგის მონაცემებით. პირველი შეხვედრა სწორედ ამ თემას ეძღვნება: MRS მოდულის გამოყენება, სავარაუდო ღირებულების სწორი განსაზღვრა და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სერვისის მიზნები

·         შემსყიდველი ორგანიზაციების კონკრეტული პრობლემების ოპერატიული გადაჭრა

·         სააგენტოსა და შემსყიდველს შორის პირდაპირი, სტრუქტურირებული კომუნიკაციის არხი

·         გამეორებადი პრობლემების იდენტიფიკაცია - სამომავლო სასწავლო მოდულებისა და კურსების სრულყოფისთვის

·         ცხელი ხაზის დატვირთვის შემცირება - პრობლემა წინასწარ გადაიჭრება, სანამ ის ცხელ ხაზამდე მივა

 

როგორ დარეგისტრირდეთ

 

მსურველებს გთხოვთ, 2026 წლის 6 ივლისამდე მოგვწეროთ შემდეგ მეილზე და მიუთითოთ:

·         ორგანიზაციის დასახელება

·         საკონტაქტო პირის სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი.

 

 nbedenashvili@spa.ge  |   555 200 253 - ნათია ბედენაშვილი