გაცნობებთ, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი №1742-Vმს-XIმპ. განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2026 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობად, სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში − გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა განისაზღვრა.
გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.